შოკირებული ვართ - ჩეხეთის პრემიერი უნივერსიტეტში მომხდარ ტრაგედიას ტერორისტული აქტს არ უკავშირებს

22.12.23 10:32
შოკირებული ვართ - ჩეხეთის პრემიერი უნივერსიტეტში მომხდარ ტრაგედიას ტერორისტული აქტს არ უკავშირებს

ჩეხეთის პრემიერმინისტრმა პეტერ ფიალი პრაღის უნივერსიტეტში მომხდარი ტრაგედიით შოკირებულია. 

პრემიერი ამბობს, რომ ეს არ იყო ტერორისტული აქტი ან ორგანიზებული ჯგუფის თავდასხმა, ამიტომაც, მისი თქმით, საფრთხე აღარ არსებობს.

"ჩვენ ყველანი შოკირებული ვართ ამ საშინელი აქტით. ამას არანაირი ახსნა და გამართლება არ აქვს. როგორც ბევრი თქვენგანი, მეც ღრმა მწუხარებას და ზიზღს ვგრძნობ ამ გაუგებარი და სასტიკი ძალადობის გამო. როგორც მაწვდიან ინფორმაციას, ეს არ იყო ტერორისტული აქტი ან ორგანიზებული ჯგუფის თავდასხმა. საფრთხე აღარ არსებობს. ძვირფასო მოქალაქეებო, გთხოვთ, ვიფიქროთ ყველა მათგანზე, ვინც დაკარგა ახლობლები. ეს შობა მათთვის წარმოუდგენლად სევდიანი იქნება. გავიზიაროთ მათი მწუხარება და ტკივილი. ახლა ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და პატივი ვცეთ ერთმანეთს, რათა გამოვხატოთ პატივისცემა მსხვერპლთა მიმართ.

პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტში მასიური სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, დაშავებულია 35-ზე მეტი ადამიანი. 

პოლიციამ პირველი შეტყობინებები სროლის შესახებ უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე, იან პალაჩის მოედანზე, დედაქალაქის ცენტრში, ადგილობრივი დროით 15:00 საათის შემდეგ მიიღო. ამ დროისთვის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია.