ისრაელმა ღაზაში ჰამასის გვირაბი გაანადგურა - IDF
ისრაელმა ღაზაში ჰამასის გვირაბი გაანადგურა. თავდაცვის ძალები იტყობინება, რომ ტერორისტების სამალავებს პალესტინის მოედნის მიწის ქვეშ მიაგნეს.
არსებული ცნობებით, ტერორისტების მიწისქვეშა ქსელი ისრაელის არმიის ელიტარულმა ქვედანაყოფმა გაანადგურა. მედიის ინფორმაციით, განადგურებული გვირაბი მდებარეობდა ტერიტორიაზე, სადაც ჰამასის უმაღლესი თანამდებობის პირები ცხოვრობდნენ.