პრიგოჟინის მკვლელობა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა დააორგანიზა - The Wall Street Journal
ევგენი პრიგოჟინის მკვლელობა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა დააორგანიზა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
პატრუშევი პუტინს პრიგოჟინის გაზრდილი გავლენების შესახებ ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში აფრთხილებდა, თუმცა ფრონტზე "ვაგნერის" წარმატების გამო პუტინმა მისი ეს სიტყვები სერიოზულად არ აღიქვა, - ამტკიცებს გამოცემა დასავლეთის სპეცსამსახურების და რუსეთის დაზვერვის ყოფილ ოფიცერზე დაყრდნობით.
უკვე 2022 წლის შემოდგომაზე, როდესაც პრიგოჟინმა საბრძოლო მასალების ნაკლელობაზე დაიჩივლა, პატრუშევმა დაარწმუნა რუსეთის პრეზიდენტი, რომ ის "ვაგნერის" ძელმძღვანელის პოსტიდან უნდა განერიდებინათ.
გამოცემის ცნობით, პრიგოჟინის აჯანყების დროს სწორედ პატრუშევი დაუკავშირდა ალექსანდრ ლუკაშენკოს, რათა მას კონფლიქტის გასანეიტრალებლად შაუმდგომლის როლი შეესრულებინა. ის ასევე დაუკავშირდა კასიმ-ჟომარტუ ტოკაევსაც, რათა იმ შემთხვევაში თუ აჯანყების შეჩერება ვერ მოახერხდებოდა, პროცესში ყაზახეთს სამხედრო ძალები ჩართულიყვნენ, თუმცა ტოკაევმა ამ სცენარზე უარი განაცხადა.
აგვისტოში, "სამართლიანობის მარშის" შეჩერების შემდეგ პატრუშევმა ქვეშევრდომებს პრიგოჟინის განეიტრალება დაავალა და ამის შესახებ პუტინიც საქმის კურსში ჩააყენეს.
სტატიის თანახმად, პრიგოჟინის თვითმფრინავის ფრთის ქვეშ ნაღმი იმ დროს დადეს, ვიდრე "ვაგნერის" ხელმძღვანელი მოსკოვის აეროპორტში გასაფრენად თვითმფრინავის შემოწმებას ელოდა.