რუსეთის ფედერაცია არასოდეს მისცემს მოსვენებას მათ, ვისაც აქტივების ჩამორთმევის მცდელობა ჰქონდათ - პესკოვი

22.12.23 16:10
რუსეთის ფედერაცია არასოდეს მისცემს მოსვენებას მათ, ვისაც აქტივების ჩამორთმევის მცდელობა ჰქონდათ - პესკოვი

"რუსეთის ფედერაციის უკანონოდ ჩამორთმეული აქტივების თემა მუდმივად დგას ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში", - ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ამით შესაძლოა, უდიდესი საფრთხე დაემუქროს გლობალურ ფინანსურ სისტემას.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, გაყინული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას, "რუსეთი მათ არასდროს მისცემს მოსვენების საშუალებას".

როგორც მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, თუ ვინმეს რამე ჩამოართმევენ, მაშინ ვნახავთ, რისი ჩამორთმევა შეგვიძლია საპასუხოდ. ეს ის ნაბიჯებია, რომლებსაც არ შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს.

ვინც ამის ინიცირებას ცდილობს და ვინც ამას განახორციელებს, უნდა გააცნობიერონ, რომ რუსეთის ფედერაცია არასოდეს მისცემს მოსვენებას მათ, ვინც ეს ჩაიდინა და მუდმივად გამოიყენებს სასამართლო უფლებას, საერთაშორისო, ეროვნული და სხვა. ამას, რა თქმა უნდა - და ეს ევროპელებსაც და ამერიკელებსაც ძალიან კარგად ესმით - ექნება იურიდიულ შედეგებს მათთვის, ვინც ეს წამოიწყო და განახორციელა", - განაცხადა პესკოვმა.

 

 

მსგავსი სიახლეები