რუსმა ოკუპანტებმა საჰაერო იერიში ხერსონზე მიიტანეს - დაშავებულია ერთი ადამიანი

22.12.23 16:29
რუსმა ოკუპანტებმა საჰაერო იერიში ხერსონზე მიიტანეს - დაშავებულია ერთი ადამიანი

რუსმა საოკუპაციო ძალებმა საჰაერო იერიში ხერსონზე მიიტანეს - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, რომან მროჩკო ავრცელებს.

მისი თქმით, დაბომბვის შედეგად 85 წლის ქალი დაშავდა, რომელსაც სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის ცენტრალური ოლქის დაბომბვის შედეგად 85 წლის ქალი დაშავდა... დაშავებულს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მან უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე," - წერს მროჩკო Telegram-ზე.

მსგავსი სიახლეები