უკრაინა: ჩამოვაგდეთ 3 რუსული ავიაგამანადგურებელი CУ-34

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ 22 დეკემბერს სამი რუსული თვითმფრინავი სუ-34 გაანადგურა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი მიკოლაი ოლეშუკი ამბობს, რომ თვითმფრინავები სამხრეთის ფრონტზე ჩამოაგდეს.
22 დეკემბრის ღამეს რუსული შაჰედის ნამსხვრევებზე შევნიშნეთ წარწერა "მოკვდით ბოზ*ბო". მიიღეთ ჩვენი პასუხი! დღეს, შუადღეს, სამხრეთის მიმართულებით, განადგურებულია 3 Cу-34 ტიპის თვითმფრინავი. მარადიულ ფრენას გისურვებთ, "ძმებო""! – წერს ოლეშუკი.