ევროკავშირი უკრაინას დამატებით 500 ელექტრო გენერატორს გაუგზავნის

22.12.23 17:48
ევროკავშირი უკრაინას დამატებით 500 ელექტრო გენერატორს გაუგზავნის

ევროკავშირი უკრაინას 500 ელექტრო გენერატორს გაუგზავნის - ევროკომისიის ცნობით, გენერატორები ენერგომომარაგებასა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მუშაობის შენარჩუნებას უზრუნველყოფენ.

ჩვენ ვაგზავნით ელექტროენერგიის დამატებით 500 გენერატორს უკრაინაში, რითაც გაგზავნილი გენერატორების რაოდენობა, ჯამში 5 500-ს გადააჭარბებს, რათა უკრაინამ უზრუნველყოს საკმარისი ენერგომომარაგება და შენარჩუნდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მუშაობა", - აღნიშნულია  განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები