მეტი იარაღი გვჭირდება, რადგან დათმობას არავინ აპირებს, უკრაინა გაიმარჯვებს - ზელენსკი

22.12.23 19:19
მეტი იარაღი გვჭირდება, რადგან დათმობას არავინ აპირებს, უკრაინა გაიმარჯვებს - ზელენსკი

"მეტი იარაღი გვჭირდება, რადგან დათმობას არავინ აპირებს, უკრაინა გაიმარჯვებს", - ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.

მისი თქმით, უკრაინა აგრძელებს ევროკავშირთან თანამშრომლობას, რადგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უფრო გამკაცრდეს.

ჩვენს პრიორიტეტებს შორისაა მუშაობა უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის გაძლიერებაზე. მეტი იარაღი გვჭირდება, რადგნა დათმობას არავინ აპირებს. უკრაინა გაიმარჯვებს. ამასთან, ევროკავშირთან აქტიური თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს, კერძოდ, მოლაპარაკებების ჩარჩოს შემუშავება და ევროკავშირთან სრული ინტეგრაცია ყველა სფეროში. უკრაინაში ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები