აშშ დაასანქცირებს იმ ბანკებს, რომლებიც რუსულ არმიას საქონლის შესყიდვაში ეხმარებიან

ამერიკის შეერთებული შტატები დაასანქცირებს იმ ბანკებს, რომლებიც რუსულ არმიას საქონლის შესყიდვაში ეხმარებიან - ამის შესახებ განკარგულებას ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოაწერა.
დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის ფინანსთა მინისტრს სახელმწიფო მდივანთან კონსულტაციების შემდეგ ეძლევა უფლება, დაასანქციროს უცხოური ფინანსური დაწესებულება, რომელიც გადასახადებით ეხმარებოდა რუსეთის ტექნოლოგიურ ან თავდაცვის სექტორთან დაკავშირებულ პირს.