თეთრი სახლი: წითელ ზღვაში ჰუსიტების თავდასხმების დაგეგმვაში ირანია ჩართული

23.12.23 10:05
თეთრი სახლი: წითელ ზღვაში ჰუსიტების თავდასხმების დაგეგმვაში ირანია ჩართული

თეთრი სახლის განცხადებით, წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ჰუსიტების თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებაში ირანი მნიშვნელოვნადაა ჩართული.

როგორც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ედრიან უოტსონმა, აშშ-ს სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, ირანი ჰუსიტებს შეიარაღებასა და ფინანსებს აწვდის. მისივე თქმით, ასევე, აწვდის ტაქტიკურ სადაზვერვო ინფორმაციას წითელ ზღვაში სხვადასხვა ქვეყნის კომერციული და სამხედრო გემების გადაადგილების შესახებ. უოტსონის თქმით, ის წვრთნის ჰუსიტ მებრძოლებსაც.

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის თქმით, 2015 წლის შემდეგ ირანმა ჰუსიტებს გადასცა დახვეწილი და მაღალტექნოლოგიური შეიარაღების სისტემები. მათ შორის, უპილოტო საჰაერო სისტემები, საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტები. უოტსონის თქმით, ირანის დახმარების გარეშე, ჰუსიტები ვერ შეძლებდნენ წითელ ზღვაში კომერციული გემების გადაადგილების მარშრუტის დადგენას და სარაკეტო თავდასხმების განხორციელება გაუჭირდებოდათ. 

ღაზის კრიზისის პერიოდში ირანის მხარდაჭერამ ჰუსიტებისადმი მათ საშუალება მისცა განეხორციელებინა თავდასხმები ისრაელსა და საზღვაო სამიზნეებზე," - აღნიშნა უოტსონმა.