პრაღაში დატრიალებული ტრაგედიის გამო ჩეხეთში დღეს ეროვნული გლოვის დღეა

23.12.23 10:31
პრაღაში დატრიალებული ტრაგედიის გამო ჩეხეთში დღეს ეროვნული გლოვის დღეა

სროლა პრაღაში - კარლის უნივერსიტეტში დატრიალებული ტრაგედიის გამო დღეს ჩეხეთში ეროვნული გლოვის დღეა. BBC-ის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო და ადმინისტრაციულ შენობებზე დროშებია დაშვებული.

პრაღის უნივერსიტეტში მომხდარ სროლას 14 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 25 დაშავდა. პოლიცია ამ დრომდე მუშაობს დანაშაულის მოტივის დასადგენად.

თავდამსხმელი კარლის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. მან თავდასხმამდე Telegram არხში დაწერა, რომ ადამიანების მოკვლას აპირებდა. არსებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.