ჯო ბაიდენმა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ხელი მოაწერა

23.12.23 10:34
ჯო ბაიდენმა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ხელი მოაწერა

ჯო ბაიდენმა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

რეკორდული 886 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის ბიუჯეტი წლიურ სამხედრო ხარჯებსა და პოლიტიკას აფინანსებს. კანონპროექტი, ასევე, უკრაინისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ მოქმედების დახმარებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, რომელიც თითქმის 3,100 გვერდია, სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება 5,2%-ით და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მთლიანი ბიუჯეტი 3%-ით გაიზრდება.

 

მსგავსი სიახლეები