უკრაინა: რუსების გაშვებული 9-ვე დრონი ჩამოვაგდეთ

23.12.23 10:37
უკრაინა: რუსების გაშვებული 9-ვე დრონი ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 22 დეკემბერს საჰაერო განგაშის დროს რუსების მიერ გაშვებული 9-ვე დრონი ჩამოაგდეს.

მათივე ინფორმაციით, ცხრავე შაჰედი უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის დანაყოფების ერთობლივი მუშაობით ოდესისა და ხმელნიცკის ოლქებში გაანადგურეს.

2023 წლის 22 დეკემბრის საღამოს 18:00 საათიდან 23 დეკემბრის შუაღამემდე რუსი ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით ყირიმიდან და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.