აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ტრამპის იმუნიტეტის განხილვის დაჩქარებაზე სმიტის მოთხოვნა უარყო

23.12.23 10:40
აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ტრამპის იმუნიტეტის განხილვის დაჩქარებაზე სმიტის მოთხოვნა უარყო

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ტრამპის იმუნიტეტის განხილვის დაჩქარებაზე სმიტის მოთხოვნა უარყო. ტრამპის საქმის სპეციალური პროკურორი, ჯეკ სმიტი ითხოვდა, დაეჩქარებინათ არგუმენტაციის წარდგენა იმის თაობაზე, აქვს თუ არა ტრამპს იმუნიტეტი ფედერალური დევნისგან იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მან პრეზიდენტის პოსტის დაკავებისას სავარაუდოდ ჩაიდინა. თუმცა პროკურორმა სასამართლოსგან უარი მიიღო.

ამასთან, სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება არ განუმარტავს. შესაბამისი მოთხოვნა სპეციალურმა პროკურორმა ჯეკ სმიტმა უზენაეს სასამართლოში 12 დეკემბერს წარადგინა.