ანტონიო გუტერეში - ისრაელის ოპერაცია ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას აფერხებს

23.12.23 10:49
ანტონიო გუტერეში - ისრაელის ოპერაცია ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას აფერხებს

"ისრაელის ოპერაცია ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას აფერხებს", - ეს განცხადება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გააკეთა.

გუტერეშის ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში გაერო-ს 136 თანამშრომელი დაიღუპა.

ის მეთოდი, რომლითაც ისრაელი შეტევას ახორციელებს, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას უზარმაზარ დაბრკოლებებს უქმნის“, - წერს გუტერეში X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

გაეროს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ჰუმანიტარული დახმარების ოპერაცია უსაფრთხოებას მოითხოვს.

ღაზაში ეფექტური ჰუმანიტარული დახმარების ოპერაცია უსაფრთხოებას მოითხოვს. პერსონალს, რომელსაც უსაფრთხოდ მუშაობა შეუძლია, ლოგისტიკურ შესაძლებლობებს და კომერციული საქმიანობის აღდგენას“, - აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

 

მსგავსი სიახლეები