უკრაინამ F-16-ების პირველი პარტია, შესაძლოა, წლის ბოლომდე მიიღოს - ISW

23.12.23 13:46
უკრაინამ F-16-ების პირველი პარტია, შესაძლოა, წლის ბოლომდე მიიღოს - ISW

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2023 წლის ბოლომდე მიიღებს.

ISW-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ 22 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ ნიდერლანდები F-16-ის 18 ავიაგამანადგურებელს უკრაინაში გასაგზავნად ამზადებს.

მიუხედავად იმისა, რომ რუტემ არ დაუზუსტებია F-16-ების მიწოდების ვადები, ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო სტრატეგიულ დოკუმენტში მითითებულია, რომ ნიდერლანდებმა, დანიამ, ნორვეგიამ და ბელგიამ უკვე აიღეს ვალდებულება უკრაინისთვის F-16-ების წლის ბოლომდე მიწოდებაზე". - აღნიშნავენ ISW-ის ანალიტიკოსები.

მსგავსი სიახლეები