ბაიდენს სატელეფონო საუბრის დროს ნეანიაჰუსთვის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა არ უთხოვია

ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ ისრაელი-ჰამასის ომის ეტაპები განიხილეს. ამერიკის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა ღაზაში ბოლო საათებში განვითარებულ მოვლენებზეც იმსჯელეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
შტატების პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების მხარდამჭერერას. სატელეფონო საუბარი შეეხო ტერორისტების ტყვეობაში მყოფი მძევლების საკითხსაც. ბაიდენს ამ კომუნიკაციის დროს ისრაელისთვის ცეცხლის შეწყვეტა არ მოუთხოვია.
ბოლო მონაცემებით, ღაზის სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს დროს კიდევ 8 ებრაელი ჯარისკაცი დაიღუპა. ოთხი სერჟანტი იყო, ორი - უფროსი სერჟანტი, ორი კი პირველის კლასის სერჟანტი.