რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი 88-ჯერ დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი 88-ჯერ დაბომბეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები. გარდაცვლილია 4 ადამიანი. 9 დაჭრილს შორის კი ერთი ბავშვია.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსები ისროდნენ უპილოტო საფრენი აპარატებიდან, გრადებიდან, ტანკებიდან და ნაღმტყორცნებიდან. სამიზნე ამ შემთხვევაშიც დასახლებული ტერიტორია იყო.