რიგაში რუს ჟურნალისტებს ჭურვი ესროლეს

24.12.23 14:52
რიგაში რუს ჟურნალისტებს ჭურვი ესროლეს

რიგაში, წვეულებაზე, BBC-ის რუს ჟრნალისტებს ფეხებში სასწავლო ჭურვი ესროლეს.  მედიის ცნობით, შემთხვევა ერთ-ერთ ბარში იმ დროს მოხდა, როცა შენობაში ჟურნალისტების მეტი აღარავინ იმყოფებოდა. უცნობმა კაცმა ბარის კარი გამოაღო და შიგნით ჭურვი შეაგდო.

თვითმხილველების ცნობით, ჭურვი, რომელიც აფეთქდა, სასწავლო იყო. თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა, თუმცა ჟურნალისტებმა მისი ავტომობილის ნომრის დაფიქსირება შეძლეს. ისინი დარმწუნებულები არიან, რომ შემთხვევა მათ საქმიანობას უკავშირდება. 

წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

მსგავსი სიახლეები