პუტინი უკრაინაში საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებს - ბორელი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირს უკრაინის დახმარების გაძლიერებისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, პუტინი უახლოეს მომავალში უკრაინაში ომის დასრულებას არ გეგმავს. ამის შესახებ მან "გარდიენთან" ისაუბრა.
ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ უკრაინაზეა დამოკიდებული ევროკავშირის ბედი, ამიტომ ყურადსაღებია ის საფრთხე, რომელიც ევროპულ დემოკრატიას ემუქრება.
პუტინმა გადაწყვიტა, ომი სრულ გამარჯვებამედ არ დაასრულოს. რუსეთის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ბევრ ადამისნ ჩაითრევს ომში. თუ ჩენ კურსს დროულად არ შევცვლით, თუ ყველა ჩვენს საშუალებას არ მოვაბილიზებთ, ეს პუტინს უკრაინაზე გამარჯვების საშუალებას მისცემს, - განაცხადა ბორელმა.
ბორელის განმარტებით, პუტინი მხოლოდ უკრაინის ნაწილით არ დაკმაყოფილდება და დანარჩენ უკრაინას ევროკავსირში შესვლის საშუალებას არ მისცემს. ამის გარდა, ის მიიჩნევს, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მისთვის მსიაღები სცენარით გავითარდება.
ჩვენ კონფლიქტისთვის მაღალი ინტენსივობით უნდა მოვემზადოთ. პუტინმა გადაწყვტია, უკრაინაში ომი სრულ გამარჯვებამდე არ შეწყვიტოს, - თქვა ბორელმა.