რომის პაპი: ჩვენი გული ბეთლემშია

25.12.23 10:19
რომის პაპი: ჩვენი გული ბეთლემშია

ამაღამ ჩვენი გული ბეთლემშია - ამ სიტყვებით მიმართაა რომის პაპმა წმინდა პეტრეს ტაძარში შეკრებილებს. ვატიკანში,  სადღესასწაულოო მესას უამრავი ადამიანი დაესწრო. ტაძარში იყვნენ სასულიერო პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატები. პაპმა ფრანცისკემ უკრაინაზე და ისრაელი -ჰამასის ომზე ისაუბრა,  ილოცაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ომის დროს დაშავდნენ.

მისი თქმით, იესოს მშვიდობის გზავნილი ომის ამაო ლოგიკამ ჩაახშო სწორედ იმ მიწაზე, სადაც ის დაიბადა.

„ამაღამ ჩვენი გული ბეთლემშია, სადაც მშვიდობის პრინცი კვლავ უარყოფილია ომის ამაო ლოგიკით, შეიარაღებული კონფლიქტებით, რომლებიც დღესაც ხელს უშლის მას მსოფლიოში ადგილის პოვნაში“, - თქვა რომის პაპმა.

მსგავსი სიახლეები