დღეს ყველა უკრაინელის ლოცვა იქნება იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე - ზელენსკის საშობაო მილოცვა

25.12.23 10:25
დღეს ყველა უკრაინელის ლოცვა იქნება იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე - ზელენსკის საშობაო მილოცვა

სიბნელე წააგებს, ბოროტება დამარცხდება, დღეს ჩვენი საერთო ლოცვაა ომის დასრულებისთვის, ვლოცულობთ გამარჯვებისთვის - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შობის მისალოც მიმართვაში განაცხადა.

ზელენსკი ამბობს, რომ დღეს ყველა უკრაინელის ლოცვა იქნება იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე.

"ჩვენ ვლოცულობთ ომის დასრულებისთვის. ვლოცულობთ გამარჯვებისთვის. დღესაც ასე მოვიქცევით. სადაც არ უნდა ვიყოთ. სადაც არ უნდა გავატაროთ შობა. დღეს ყველა უკრაინელი ერთადაა. შობას ყველა ერთად ვხვდებით. იმავე დღეს, როგორც ერთი დიდი ოჯახი, როგორც ერთი ერი, როგორც ერთიანი ქვეყანა. და დღეს ჩვენი საერთო ლოცვა იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე. [...]

შობის ღამე არის წელიწადის ყველაზე გრძელი ღამეების დრო. მაგრამ ხვალიდან დღე გახანგრძლივდება, სინათლე იწყებს გაბატონებას. შუქი ძლიერდება. და ნაბიჯ-ნაბიჯ, დღითი დღე, სიბნელე უკან იხევს. 

და ბოლოს, სიბნელე წააგებს. ბოროტება დამარცხდება. დღეს ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, ჩვენი საერთო ოცნება და ეს არის ის, რაც დღეს ჩვენი საერთო ლოცვაა. ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენი გამარჯვებისთვის. ჩვენი უკრაინისთვის. იმ დღისთვის, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ სახლში მისვლას, მშვიდობიან შობას, მშვიდობიან წელს. და ვეტყვით ერთმანეთს: "ქრისტე იშვა!"- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები