ფაშინიანი რუსეთში ჩადის

25.12.23 14:28
ფაშინიანი რუსეთში ჩადის

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი ვიზიტით რუსეთში ჩადის - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის მთავრობის პრესსამსახური "ტელეგრამზე" ავრცელებს.

პრესრელიზის მიხედვით, 25 დეკემბერს ის მონაწილეობას მიიღებს ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში, ხოლო 26 დეკემბერს - დსთ-ს არაფორმალურ სამიტში.

როგორც დსთ-ს გენერალურმა მდივანმა, სერგეი ლებედევმა განაცხადა, 26 დეკემბერს არაფორმალურ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აპირებს "არაფორმალურ გარემოში კომუნიკაციას, მიმდინარე საკითხების განხილვას, აზრების გაცვლას" თანამეგობრობის სხვა ქვეყნების ლიდერებთან.