ეს ხანგრძლივი ბრძოლა იქნება და დასრულებასთან ახლოს არ არის - ნეთანიაჰუ

25.12.23 18:37
ეს ხანგრძლივი ბრძოლა იქნება და დასრულებასთან ახლოს არ არის - ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასსა" და ისრაელს შორის წარმოებული ომი "დასრულებასთან ახლოს არ არის". 

მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები გაჩერებასა და დანებებას არ აპირებენ.

ეს ხანგრძლივი ბრძოლა იქნება და ის დასრულებასთან ახლოს არ არის. ჩვენ გვჭირდება მოთმინება, ერთიანობა და ჩვენი მისიის დაცვა. ყველამ მხოლოდ ერთი რამ მთხოვა: არ გავჩერდეთ და დასრულებამდე გავაგრძელოთ“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.