თუ უკრაინა არ ითანამშრომლებს რუსეთთან, "სრული კრახი იქნება" - ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა

25.12.23 21:44
თუ უკრაინა არ ითანამშრომლებს რუსეთთან, "სრული კრახი იქნება" - ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა - ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული სახელმწიფო გამოცემა "ბელტა" ავრცელებს.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ მომავალ წელს უკრაინის საკითხი გადაწყდეს, ლუკაშენკო პასუხობს, რომ დროა, ზელენსკიმ გააცნობიეროს რამხელა რისკის წინაშე დგას და ითანამშრომლოს რუსეთის ფედერაციასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში "სრული კრახი იქნება".

ვფიქრობ, არის შანსი. ჩვენ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ მათთან, რათა გაიგონ, რომ ეს ერთადერთი შანსია. თუ ამას არ გამოიყენებენ, სრული კრახი იქნება. ზეწოლა უკვე ძალიან ძლიერია. თქვენ ალბათ ზელენსკის პრესკონფერენციიდან შენიშნეთ, რომ ის ამის გაგებას იწყებს“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მსგავსი სიახლეები