მარინკასთვის ბრძოლები გრძელდება - უკრაინის შეიარაღებული ძალები

26.12.23 00:05
მარინკასთვის ბრძოლები გრძელდება - უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, ალექსანდრ შტუპუნი აცხადებს, რომ მარინკასთვის ბრძოლა გრძელდება და სერგეი შოიგუს მიერ გავრცელებული განცხადება არასწორია.

მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები ძლიერად არიან განლაგებულნი ადმინსტრაციულ საზღვრებში.

მარინკასთვის ბრძოლები გრძელდება. ჩვენი სამხედროები მარინკას ადმინისტრაციულ საზღვრებში არიან განლაგებული. ქალაქი მთლიანად განადგურებულია, მაგრამ მის სრულად დაპყრობაზე საუბარი არაკორექტულია"- თქვა შტუპუნმა.