ომი ხანგრძლივი იქნება! ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ - ნეთანიაჰუ

„ომი ჰამასის განადგურებამდე გაგრძელდება“ - ისრაელის პრემერმინისტრი საბრძოლო მოქმდებების შეწყვეტას არ აპირებს. განცხადება ნეთანიაჰუმ ჩრდილოეთ ღაზაში გააკეთა, სადაც ის თავდაცვის ძალების წამრომადგენლებს შეხვდა.
“ეს ომი ბოლომდე გაგრძელდება, სანამ მათ ბოლოს არ მოვუღებთ“ - უთხრა შეირაღებული ძალების სარდლობას პრემიერმა.
"უახლოეს დღეებში ისრაელის არმია ღაზის სექტორში ჰამასის პოზიციებზე შეტევას გააძლიერებს. ომი ხანგრძლივი იქნება. ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ, რადგან სხვა ქვეყანა არ გვაქვს და სხვა გზა არ გვაქვს.
ჩვენ ვერ მივაღწევდით 100-ზე მეტი მძევლის გათავისუფლებას სამხედრო ზეწოლის გარეშე. ყველა სახის ზეწოლა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ - პოლიტიკური დაზვერვა და სხვა მრავალი ძალისხმევა არ იქნებოდა წარმატებული სამხედრო ზეწოლის გარეშე. ჩვენ ვერ მოვახერხებთ ყველა მძევლის გათავისუფლებას სამხედრო ზეოწლის გარეშე. ამიტომ, არის ერთი რამ, რასაც ჩვენ არ გავაკეთებთ - ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას", - ამბობს ისრაელის პრემიერი.