ყველა რუსული ბირთვული იარაღი, რომლის მიწოდებაც დაგეგმილი იყო, ბელარუსშია - ლუკაშენკო

ლუკაშენკო აცხადებს, რომ ყველა რუსული ბირთვული იარაღი, რომლის მიწოდებაც ბელარუსისთვის იყო დაგეგმილი, უკვე ქვეყანაშია.
მისი თქმით, მიწოდების პროცესი ოქტომბერში დასრულდა.
”ყველაფერი თავის ადგილზეა და კარგ მდგომარეობაშია", - ამბობს ბელარუსის პრეზიდენტი.
ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ შეთანხმებას ბელარუსისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა 25 მაისს მოაწერეს ხელი.