რუსმა ოკუპანტებმა რობოტინესთან უკრაინელი ჯარისკაცები დახვრიტეს - პროკურატურა

უკრაინის თავდაცვის ძალებთან საბრძოლო შეტაკების დროს, სოფელ რობოტინესთან, რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინელი ჯარისკაცები დახვრიტეს - ამის შესახებ ინფრომაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
გამოძიების ცნობით, ოკუპანტებმა თავდაპირველად სამი უკრაინელი მებრძოლი შეიპყრეს, ერთი საათის გასვლის შემდეგ კი დახვრიტეს.
ეს არის აგრესორი ქვეყნის მიერ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებული სამხედრო ტყვეების მოპყრობის უხეში დარღვევის კიდევ ერთი შემთხვევა. მაგალითად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინტერნეტში გამოჩნდა რუსი სამხედროების მიერ დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცების სიკვდილით დასჯის ვიდეო. ასევე დაფიქსირდა უკრაინელი სამხედრო ტყვეების "ადამიანურ ფარად" გამოყენება ფრონტის ხაზზე. რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. ყოველი ასეთი დანაშაულისთვის რუსეთი დაისჯება. “- აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურატურა.