ნეთანიაჰუსა და ჰიტლერის ქმედებებს შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს - ერდოღანი

27.12.23 18:40
ნეთანიაჰუსა და ჰიტლერის ქმედებებს შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ადოლფ ჰიტლერის ქმედებებს შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს. 

საჯარო გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭო და ევროკავშირი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი ჩუმად რჩებიან მაშინ, როცა ისრაელის სისასტიკის შეჩერებაა საჭირო.

„ღაზაში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ნეთანიაჰუს ქმედებებსა და ჰიტლერის ქმედებებს შორის აშკარა პარალელი არსებობს“, - განაცხადა ერდოღანმა.