ბიჭვინთის აგარაკების გასხვისებაზე პროტესტი გარედანაა წახალისებული - კარასინი

27.12.23 20:38
ბიჭვინთის აგარაკების გასხვისებაზე პროტესტი გარედანაა წახალისებული - კარასინი

"ბიჭვინთის აგარაკების გასხვისებაზე პროტესტი გარედანაა წახალისებული", - ამის შესახებ რუსეთის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი საუბრობს. 

კარასინის თქმით, ძველი, სტალინური სახელმწიფო აგარაკი მთავრობათაშორისი შეთანხმებით რუსეთს მიეკუთვნა, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

ასეცვე, კარასინი ამბობს, რომ "რუსეთი ამ სიტუაციას მშვიდად უნდა მიუდგეს".

"რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელი მოეწერა მთავრობათაშორის შეთანხმებას, ჩვენ არ გვჭირდება რატიფიცირება, მაგრამ ისინი აკეთებენ", - თქვა კარასინმა

 

მსგავსი სიახლეები