კიმ ჩენ ინმა სამხედროებს აშშ-ის ქმედებების დასაპირისპირებლად ომის მზადების დაჩქარება დაავალა

28.12.23 10:25
კიმ ჩენ ინმა სამხედროებს აშშ-ის ქმედებების დასაპირისპირებლად ომის მზადების დაჩქარება დაავალა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხედოებს, საბრძოლო მასალის წარმოებისა და ატომური იარაღის სექტორს ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებების დასაპირისპირებლად ომის მზადების დაჩქარება დაავალა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კიმ ჩენ ინის თქმით, ფხენიანი "ანტიიმპერიალისტურ დამოუკიდებელ" ქვეყნებთან სტრატეგიულ თანამშრომლობას გააფართოებს.

მან დააყენა სამხედრო ამოცანები სახალხო არმიისა და საბრძოლო მასალის ინდუსტრიის, ბირთვული იარაღისა და სამოქალაქო თავდაცვის სექტორებისთვის, რათა კიდევ უფრო დაჩქარდეს ომის მზადება”, - იუწყება სააგენტო KCNA.

მსგავსი სიახლეები