ამერიკა უკრაინას 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს

28.12.23 10:33
ამერიკა უკრაინას 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს

ამერიკა უკრაინას 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს - პაკეტი საბრძოლო მასალას, ჰაიმარსებსა და ნასამსიის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს.

ენტონი ბლინკენის ინფორმაციით, უკრაინაში ძალიან მალე გაემგზავრება სტინგერების საზენიტო რაკეტები, ჭურვები, ჯაველინები და 15 მილიონზე მეტი ღირებულების ტყვია.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება, რომ შტატები უკრაინას საჭიროების შემთხვევაში 2026 წლის ბოლომდე დაეხმარება.