პუტინი უკრაინაში ომის დასრულებას ხუთი წლის განმავლობაში არ გეგმავს - მედია

28.12.23 10:38
პუტინი უკრაინაში ომის დასრულებას ხუთი წლის განმავლობაში არ გეგმავს - მედია

პუტინი უკრაინაში ომის დასრულებას ხუთი წლის განმავლობაში არ გეგმავს. Nikkei Asia  ცნობით, რუსმა დიქტატორმა ეს სიტყვები ჩინეთიისსს ლიდერს უთხრა. გამოცემის ინფორმაციით, პუტინმა საკუთარი გეგმების შესახებ სინ ძინ პინს  მარტში, მოსკოვში ვიზიტის დროს უამბო.Nikkei Asia ცნობით, ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ, ჩინეთის ლიდერმა საკუთარ სტრატეგიას გადახედა. მსოფლიო მედია არ გამორიცხავს, რომ პუტინის ამბიციებმა ბიძგი ტაივანის ანექსიისთვის სინ ძინ პინსაც მისცეს.

„პუტინს შეიძლება უბრალოდ სურდეს, მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შექმნას ილუზია, რომ ის მიიწევს ცეცხლის შეწყვეტისკენ ან მშვიდობისკენ, რადგან თვლის, რომ ასეთი ატმოსფერო მის სასარგებლოდ იმოქმედებს კენჭისყრის დროს“, - ნათქვამია სტატიაში.