უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის გაშვებული Shahed-ის ტიპის 8 დრონიდან 7 ჩამოაგდეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატიდან 7 ჩამოაგდეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
უწყების ცნობით, ოკუპანტებმა დრონები პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან გაუშვეს.
საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა, საჰაერო ძალებისა და თავდაცვის ძალების მობილურმა სახანძრო ნაწილებმა დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადისა და ზაპოროჟიეს ოლქებში შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“, - წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე.