ორბანის ვეტოს შემთხვევაში, EU უკრაინისთვის 20 მილიარდის ოდენობის დახმარების გეგმას ამზადებს - Financial Times

28.12.23 10:55
ორბანის ვეტოს შემთხვევაში, EU უკრაინისთვის 20 მილიარდის ოდენობის დახმარების გეგმას ამზადებს - Financial Times

EU ორბანის ვეტოს შემთხვევაში უკრაინისთვის 20 მილიარდის ოდენობის დახმარების გეგმას ამზადებს -
ამის შესახებ Financial Times წერს.

ინფორმირებული წყარო ამბობს, რომ  სქემაში მონაწილე ქვეყნებმა გასცენ გარანტიები ევროკავშირის ბიუჯეტისთვის, რაც ევროკომისიას საშუალებას მისცემს მომავალ წელს კაპიტალის ბაზრებიდან 20 მილიარდ ევრომდე სესხი აიღოს უკრაინის მხარდასაჭერად.

გამოცემის ცნობით, შეთანხმების ზუსტი პირობები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და უკრაინისთვის დასახმარებლად გამოსაყოფი თანხის რაოდენობა კვლავ შეიძლება შეიცვალოს ომში მყოფი ქვეყნის საჭიროებების მიხედვით.