პრაღის უნივერსიტეტზე თავდამსხმელმა კაცისა და ბავშვის მკვლელობა აღიარა - ნაპოვნია თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილი

28.12.23 12:56
პრაღის უნივერსიტეტზე თავდამსხმელმა კაცისა და ბავშვის მკვლელობა აღიარა - ნაპოვნია თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილი

თავდამსხმელმა, რომელიც პრაღის უნივერსიტეტში შეიჭრა და 14 ადამიანი მოკლა, თვითმკვლელობის შესახებ დაწერილ წერილში მანამდე ჩადენილი ორმაგი მკვლელობა აღიარა - ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის პოლიცია ავრცელებს.

დევიდ კოზაკის სახლში ნაპოვნი ჩანაწერი აღიარებას შეიცავდა, სადაც გადმოცემული იყო, რომ ჩარლზის უნივერსიტეტის თავდასხმამდე ექვსი დღით ადრე ქალაქის მახლობლად ტყეში მამაკაცი და მისი პატარა ქალიშვილი მოკლა. როგორც ირკვევა, თავდასხმის დღეს კოზაკმა მამამისიც მოკლა.

14 მოკლული სტუდენტი და 25 დაჭრილი - დავიდ კოზაკმა ახალგაზრდების მიმართულებით სროლა იქამდე არ შეწყვიტა, სანამ ის პოლიციამ არ დაიჭირა. პოლიციის ცნობით, ახალაგზრდა კაცმა პრაღიდან 21 კილომეტრში მდებარე სოფელში ჯერ მამა მოკლა, შემდეგ კი უნივერსიტეტში წავიდა და ცენტრალურ მოედანზე სტუდენტები დაცხრილა.