იერიში დრონებით და რაკეტებით - უკრაინაში საჰაერო განგაშია

დილიდან უკრაინაში საჰაერო განგაშის ხმები ისმის. ოკუპანტები ქვეყანას დრონებით და რაკეტებით უტევენ. ვითარება ერთდროულად რამდენიმე ქალაქშია საყურადღებო.
საკრუიზო რაკეტების გაშვების შესახებ იტყობინებიან ზაპოროჟიეში. აფეთქებებია ლვოვშიც. რანაკლებ რთულია ვითარება ხარკოვში. ქალაქი ერთ ღამეში რუსეთის არმიამ რვაჯერ დაბომბა. საოლქო ადმინსტრაცია იტყობინება რომ იერიშების შედეგად, ხარკოვში ათი რაკეტა ჩავარდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.