რა რისკებთან არის დაკაშირებული საერთაშორისო კონფლიქტების გაშუქება - "ამერიკის ხმის" რეპორტაჟი

რა რისკებთან არის დაკაშირებული საერთაშორისო კონფლიქტების გაშუქება - მხოლოდ 2023 წელს უკრიანაში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 3 ჟურნალისტი დაიღუპა. მედიის 60-დე წარმომადგენლის სიცოცხლე ემსხვერპლა შეიარაღებულ კონფლიქტს ისრაელსა და ჰამასს შორის. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ჟურნალისტები ფრონტის ხაზთან განზრახ თავდასხმების მთავარი სამიზნეები არიან.
FOX NEWS-ის კორესპონენტი ბენჟამინ ჰალი კიევთან მდებარე ქალაქ ჰორენკაზე რუსული თავდასხმის შესახებ იხსენებს.
რამდენიმე წამის შემდეგ მანქანასთან მეორე ბობმი ჩამოვვარდა. ამ დროს მანქანაში 5-ნი ვიყავით, უკანა სავარძელზე პიერი, მე და საშა და ორი უკრაინელი, რომლებიც მანქანას მართავდნენ. მეორე ბომბის აფეთქებამ გონება დამაკარგინა, - იხსენებს ბენჟამინ ჰალი.
უკრაინასი ომის გასაშუქებლად ჟურნალისტი "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ ავტომობილიდან გადმოსვლის ძალა მას ოჯახზე ფიქრმა მისცა.
ჩემი ქალიშვილი, ჩემი პატარა 8 წლის გოგონა პირდაპირ ჩემს თვალწინ მოვიდა და მითხრა, მამა, მამა, მანქანიდან უნდა გადმოხვიდე, - ამბობს ჟურნალისტი.
ჰალმა მანქანიდან გადასვლა შეძლო, თუმცა ოპერატორი პიერ ზაკრჟევსკი და ოლექსანდრა კუვშინოვა დაიღუპნენ, ჰალმა კი არაერთი ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა.
დეიმონი, რომელიც სირიასა და ერაყში კონფლიქტებს აშუქებდა, ამბობს, რომ ჟურნალისტები განზრახ სამიზნედ გადაქცევის რისკის წინაშე არიან.
ჩვენს თავებზე ჯილდო იყო დაწესებული. დიდი განსხვავებაა მათ შორის, როცა ჟურნალისტები უბრალოდ საომარ ზონაშ ყოფნით რისკავენ და როდესაც უშუალოდ ხდებიან განზრახ თავდასხმის სამიზნეები, - ამბობს ჟრნალისტი.
უფლებადამცველი ორგანიზაციები ამბობენ, რომ, მაგალითად, ისრაელ-ჰამასის ომისას განსაკუთრებულად მნიშევნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ჟურნალისტებმა უსაფრთხოდ მუშაობა შეძლონ. შერიფ მანსური ამბობს, რომ აუდიტორიას სწორედ მედიის იმედი აქვს.
თუ მსოფლიოში ასობით მლნ ადამიანი, რომელიც ამ შემზარავ კონფლიქტს თვალს ადევნებს, მასში გარკვევას ცდილობს, ისინი ჟურნალისტებს ეყრდნობიან, რათა დროული და დამოუკიდებელი ინფორმაცია და კომენტარები მიიღონ, - ამბობს უფლებადამცველი.
ჰალი და დეიმონი თანმხმდებიან, რომ დამოუკიდებელი პრესა მტავარი საშუალებაა იმისთვის, რომ ადამიანებმა ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ.
ჰალიმ, რომელიც ნოემბერშ უკრაინაში დაბრუნდა და პრეზიდნტ ზელენსკის შეხვდა, საკუთარი გამოცდილების შესახებ წიგნი დაწერა. ის არა მარტო თავისი ისტორიის შესახებ ყვება, არამედ პატივს მიაგებს იმ კოლეგებს, როლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ.
დეიმონმა კი საქველმოქმედო ორგანიზაცია "ინარა" დააფუძნა, რომელიც საომარ ზონებში ბავშვებს სამეიდიცნო და მენტალურ მომსახურებას სტავაზობს.
იმ დროს, როცა კონფლიქტებს ბოლო არ უჩანს,აქტივისტები ყველა მხარეს მოუწოდებენ, ჟურნალისტების უსაფრთხოება უზრუნველყონ.