რუსეთის სისასტიკეს საზღვარი არ აქვს - ნაუსედა

"რუსეთის სისასტიკეს საზღვარი არ აქვს" - ამის შესახებ განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ უკრაინაზე განხორციელებულ მასიურ სარაკეტო შეტევასთან დაკავშირებით გააკეთა.
მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის აგრესიასთან საბრძოლველად ევროპა-ამერიკის მიერ უკრაინის მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე.
ყველასთვის, ვინც ამბობს, რომ უკრაინის ომით დაიღალა, ეს არის შეხსენება ტერორისტული რუსეთისთვის, რომ მის სისასტიკესა და სისხლის ღვრას საზღვარი არ აქვს", - აღნიშნა მან.