რუსული რაკეტა სამი წუთის განმავლობაში პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა - პოლონეთის მთავრობა

29.12.23 20:02
რუსული რაკეტა სამი წუთის განმავლობაში პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა - პოლონეთის მთავრობა

პოლონეთის შეიარაღებული ძალების მეთაური ოკუპანტების მიერ უკრაინაზე მასობრივ შეტევებთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ რუსული რაკეტა დაახლოებით სამი წუთის განმავლობაში პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა, რის შემდეგაც კვლავ უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნდა.

ვისლავ კუკულას ცნობით, რაკეტა თითქმის 40 კილომეტრზე შეიჭრა. ინციდენტის შემდეგ პოლონეთის პრეზიდენტმა უსაფრთხოების საგანგებო კრება მოიწვია.