ზელენსკი ავდიივკაში, ფრონტის ხაზის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში ჩავიდა

29.12.23 20:53
ზელენსკი ავდიივკაში, ფრონტის ხაზის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავდიივკაში, ფრონტის ხაზის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში ჩავიდა - იგი არსებულ ვითარებას გაეცნო და ომში მონაწილე სამხედროები დააჯილდოვა.

მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ჯარისკაცს, რომლებიც თავგანწირვით იცავენ საკუთარ სამშობლოს.

მადლობა ყველას, ვინც ფრონტის ხაზზე დგას, გაწეული სამსახურისთვის, ამ წლისთვის, რომელიც მთელმა ქვეყანამ გადაიტანა ასეთი ჯარისკაცების წყალობით. მათ, ვინც ყველაფრის მიუხედავად იცავს ჩვენს ქვეყანას. ვინც საბრძოლო შედეგს ყოველდღე იძლევა", - განაცხადა ზელენსკიმ.