რუსების მიერ გაშვებული 10 "შაჰიდიდან" 5 ჩამოვაგდეთ - უკრაინის გენშტაბი

30.12.23 10:46
რუსების მიერ გაშვებული 10 "შაჰიდიდან" 5 ჩამოვაგდეთ - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას "შაჰიდის" ტიპის 10 დრონით შეუტიეს და საჰაერო იერიშები 14 დასახლებაზე მიიტანეს. უკრაინელებმა 5 დრონი ჩამოაგდეს.

"ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას "შაჰიდის" ტიპის 10 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 5 დრონი გაანადგურა," - ნათქვამია გენშტაბის დილის ანგარიშში.

უკრაინაზე გუშინ ყველაზე მასირებული თავდასხმა მოხდა 22-თვიანი ომის განმავლობაში. 

უკრაინის ხელისუფლება იტყობინება, რომ სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა 160 დაშავდა 28 და 29 დეკემბრის მასირებული თავდასხმის დროს.

ჰიპერზებგერითი და სხვა რაკეტები, ასევე დრონებით მიიტანა იერიში რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე კიევში, ლვოვში, ოდესაში და სხვა ქალაქებში.

მსგავსი სიახლეები