ჰამასის წინააღმდეგ ომი თვეების განმავლობაში გაგრძელდება - ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის ომი "უმაღლეს ნიშნულზეა და თვეების განმავლობაში გაგრძელდება".
ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ იბრძვიან, როგორც მიწისქვეშ, ასევე, მის ზემოთ.
"ჩვენ უპირატესობა გვაქვს, 8 000-ზე მეტი ტერორისტი მოვკალით", - განაცხადა მან.