ყველა რუსული რაკეტისთვის ტერორისტული სახელმწიფო პასუხს აგებს - ზელენსკი

31.12.23 12:52
ყველა რუსული რაკეტისთვის ტერორისტული სახელმწიფო პასუხს აგებს - ზელენსკი

ყველა რუსული რაკეტისთვის ტერორისტული სახელმწიფო პასუხს აგებს - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მხრიდან ხარკივზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება.

ხარკივში ახლა კიდევ ერთი სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ყველა ასეთი იერიშისთვის ხარკივის რეგიონში, ხერსონის რეგიონში, დონეცკის და ზაპოროჟიეს ქალაქებსა და სოფლებში, ყველა იერიშისთვის ოდესაში, სუმში, კიევში, ყველა ჩვენს ქალაქში, ყველა Shahed-ისთვის, ყველა რუსული რაკეტისთვის ტერორისტული სახელმწიფო პასუხს აგებს პოლიტიკურადაც და პრაქტიკულადაც", - განაცხადა ზელენსკიმ. 

გუშინ ღამით რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს, დაშავებულია 26 ადამიანი.