ბელგოროდში უკრაინის ტერაქტს ხარკოვზე დარტყმით ვუპასუხეთ - რუსეთის თავდაცვა

31.12.23 14:55
ბელგოროდში უკრაინის ტერაქტს ხარკოვზე დარტყმით ვუპასუხეთ - რუსეთის თავდაცვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ბელგოროდში უკრაინის მიერ განხორციელებულ "ტერაქტს" რუსეთმა ხარკივზე დარტყმით უპასუხა.

"გუშინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით ქალქ ბელგოროდს დაარტყეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ, მათ შორის ბავშვები.

ამ ტერორისტული აქტის საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკივში სამხედრო ობიექტებზე დარტყმით უპასუხეს", - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ უკრაინამ რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე იერიში მიიტანა.