გამთენიისას ოკუპანტებმა კიევს რაკეტებით შეუტიეს - არიან დაშავებულები

02.01.24 10:47
გამთენიისას ოკუპანტებმა კიევს რაკეტებით შეუტიეს - არიან დაშავებულები

გამთენიისას კიევი ისევ ოკუპანტების იერიშების სამიზნე გახდა. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო თავდაცვა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების სერია გაისმა. რამდენიმე რაიონში რაკეტების ნამსხვრევები ჩავვარდა. არიან დაშავებულები. შეიქმნა დენის და წყლის მიწოდების პრობლემა.