დამანგრეველი მიწისძვრა იაპონიაში - დაღუპულია, მინიმუმ, 30 ადამიანი

02.01.24 11:49
დამანგრეველი მიწისძვრა იაპონიაში - დაღუპულია, მინიმუმ, 30 ადამიანი

ცენტრალურ იაპონიაში მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 30 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ცუნამის სასიშროებამ იკლო, თუმცა ასამდე ათასმა იაპონელმა გასული ღამეც საევაკუაციო ცენტრებში - სკოლებსა და სპორტდარბაზებში გაატარეს. 

7,6 მაგნუტუდას მიწისძვრა 1 იანვარს ისიკავას პრეფექტურაში მოხდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ფუმიო კისიდას ცნობით, მაშველები ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ამ რომდე ცდილობენ. 

პრემიერის თქმით, სტიქიამ გზები დააზიანა, რაც სამაშველო ოპერაციას ართულებს. მაშველები ყველგან მისვლას ვერ ახერხებენ.

მეტეოროლოგების ცნობით, გუშინ დილიდან იაპონიაში 155 სხვა და სხვა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მოსალოდნელია, რომ ბიძგები მთელი კვირა განმეორდება.

სტიქიასთან ბრძლაში დახმარება იაპონიას აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა უკვე შესთავაზეს. 

მსგავსი სიახლეები