4 დაღუპული და 92 დაშავებული - კიდევ ერთი მძიმე საახალწლო ღამე უკრაინაში

02.01.24 17:50
4 დაღუპული და 92 დაშავებული - კიდევ ერთი მძიმე საახალწლო ღამე უკრაინაში

4 დაღუპული და 90-ზე მეტი დაშავებული - კიდევ ერთი მძიმე საახალწლო ღამე უკრაინაში. რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე მასიური შეტევა განახორციელა. ხარკოვში რაკეტები საცხოვრებელ უბნებში ჩამოვარდა. მძიმე ღამე იყო კიევშიც, სადაც ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. რუსული რაკეტები ერთდროულად უკრაინის დედაქალაქის 5 საცხოვრებელ რაიონში ისროლეს.

 რუსეთმა 31 დეკემბრიდან დღემდე 170-მდე დრონი და ათობით სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი სამოქალაქო ობიექტებისკენ იყო მიმართული.