„რუსეთი სამხედრო დანაშაულებზე პასუხს აგებს" - ჯოზეფ ბორელი
„რუსეთი სამხედრო დანაშაულებზე პასუხს აგებს. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„რუსეთმა ახალი წელი კიევის, ხარკოვისა და სხვა ქალაქების მიმართულებით ასზე მეტი რაკეტის გასროლით, დრონის გაშვებით, მშვიდობიანი მოსახლეობის დამიზნებით, საცხოვრებელი უბნებისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განადგურებით დაიწყო“, - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე
5 მოკლული და 130 დაშავებული - ახლი წლის ღამეს პუტინის ომს უკრაინაში ისევ უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ. ხარკოვსა და კიევზე მიტანილი იერიშის შემდეგ გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა იზრდება.